ოლიგარქია ეროვნულ მარეგულირებელში - 2 ნაბიჯი კომუნიკაციებში გასამდიდრებლად! ბექაურის მედიაფაშიზმი

06.08.2022 02:01:34

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php ● შემოგვიერთდით:   / pktv.ge   ეს გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში გავიდა 05.08.2022 წ. ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას საავტორო პროგრამაში "დიდი გარღვევა". გადაცემა მიმდინარეობს საგანგებო რეჟიმში. "ოლიგარქია კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელში. ვინ არის კახი ბექაური, კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე, კახი ბექაურის ცოლი ეკა ბერიძე, რა ქონებებს ფლობენ და საიდან მოვიდნენ ამ ორგანიზაციაში. მედიატერორი ქართულად! მედიაფაშიზმი ქართულად! რატომ და ვისი დავალებით დევნიან ქართულ დამოუკიდებელ ეროვნული სულის მართალ ტელევიზია PKTV-ს. დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ." გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი გიგლა გობეჩია. სტუმარი: PKTV-ის დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. ტელეკომპანია PKTV-ს მიზანმიმართულად ებრძვიან კომუნიკაციების "ეროვნული" მარეგულირებლის ხელით. მიზეზი? ქართული ფილმების ჩვენება ტელეეთერით! რეალურად კი მართალ სიტყვას და ჩვენს ტვ გადაცემებს ებრძვიან! საქართველოში მედიის თავისუფლებას ზღუდავენ! საქართველოში მედიატერორი მძვინვარებს! ტელეკომპანია PKTV დამოუკიდებელი ტელევიზიაა. იბრძოლებს ქართული მედიის თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა აღდგენისთვის. იმ დამოუკიდებლობისა, რომელიც ზვიადმა და მერაბმა მოგვიტანა ქართველ ეროვნულ მამულიშვილებთან ერთად. ცხადი ხდება, რომ ესენი დამოუკიდებელ, ობიექტურ, მართალ სიტყვას ებრძვიან PKTV-ზე გასული მართალი გადაცემების გამო და ფინანსური სანქციები ქართული ფილმების გაშვების გამო დაჯარიმებით მხოლოდ თითიდან გამოწოვილი ამბავია. რადგან კარგად უწყიან, რომ PKTV-ს ფინანსური მხარე აქვს სუსტი, ანუ არც "კრიშა" ყავს და არც ბინძური ფულით არ ფინანსდება, რადგან ამ ორივეს მიღებაზე თავად PKTV-ის მფლობელებმა, ანუ ქეთი სესიაშვილმა და ზაქარია როჭიკაშვილმა უარი განვაცხადეთ!!!! ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV ●

გაზიარება: