"როკი, ჯაზი, ბლუზი და... ფული" – ციკლიდან #Finოსოფიური დღიურები

11/19/2021
Finedu-ის მიერ

\"როკი, ჯაზი, ბლუზი და... ფული\" – ციკლიდან #Finოსოფიური დღიურები

რა კავშირი აქვს ფულს მუსიკასთან?
შეიძლება თუ არა, მუსიკაშიც ვიპოვოთ ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ ფინანსებთან დაკავშირებული ყოფითი საკითხები?

ხელოვნება, მათ შორის, მუსიკა, ხშირად სარკესავით ირეკლავს ხოლმე საზოგადოების წინაშე არსებულ აქტუალურ საკითხებს. ფინანსები კი იმდენადაა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, რომ შეუძლებელია, ის არ გამხდარიყო მუსიკოსების შთაგონების წყაროც.

ფულთან დაკავშირებული საკითხები და პრობლემები - უმუშევრობა, ფინანსური კრიზისები, გადასახადები, არაგონივრული ხარჯვა თუ ფინანსური დამოუკიდებლობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებიც სხვადასხვა მუსიკოსის მიერ არაერთხელ წამოწეულა სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის როკში, ჯაზსა და ბლუზში.

ამჯერად, რუბრიკა „Finოსოფიური დღიურები“-ს მოწვეული სპიკერი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, მუსიკოსი, მუსიკალური ბენდის Apple Clock Junkies-ის შემქმნელი, ლევან მესროფაშვილი:

00:00 - შესავლი, წარდგენა;
02:45 - როკი, ჯაზი, ბლუზი და... ფული;
04:10 - კომპოზიცია \"Nobody Knows You\";
06:10 - კომპოზიცია \"Money\";
08:40 - კომპოზიცია \"Broke And Lonely\";
09:45 - კომპოზიცია \"No Money No Luck\";
11:45 - კომპოზიცია \"Ain't No Fun\" (Waiting Round To Be A Millionaire);
13:20 - კომპოზიცია \"Taxman\";
16:40 - კომპოზიცია \"Busted\";
19:37 - კომპოზიცია \"Darlington County\"
22:30 - კომპოზიციების ავტორები და მათი როლი საზოგადოების ფორმირებაში;
29:06 - ამ დროს რა ხდება საქართველოში და ქართველ ხელოვნები რამდენად ასახავდნენ იმდროინდელ ფინანსურ რეალობას?
33:13 - დასასარული;

რუბრიკა „Finოსოფიური დღიურები“ ფინედუს ფეისბუქ საუბრების სერიაა, სადაც პერიოდულად, სხვადასხვა სპიკერი პირდაპირი (Live) ჩართვების საშუალებით ისაუბრებს სხვადასხვა ფინანსურ საკითხზე არასტანდარტული, ორიგინალური და საინტერესო კუთხით.

რუბრიკის მოსმენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები ლაივის კომენტარებში და მიიღონ პასუხები სპიკერისგან.

#ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება

ვიდეოები „Finedu"-ისგან