რაფაელის "მადონა ჩიტბატონას" ასლი - ხელოვნების მუზეუმს ახალი ტილო შეემატა


ხელოვნების მუზეუმში გამოფენილი შედევრების ექსპოზიციას ახალი ტილო შეემატა. რენესანსის დიდი ოსტატის, რაფაელის ,,მადონა ჩიტბატონას“ ასლი თავის დროზე მხატვრის ყველაზე ცნობილმა მოსწავლემ, ჯულიო რომანომ (1499-1546) შეასრულა. 50 წლის შემდეგ, ახლადრესტავრირებულმა სურათმა სარესტავრაციო სახელოსნოდან ექსპოზიციაზე გადაინაცვლა. სურათის ხილვა დამთვალიერებლისთვის მუზეუმის სხვა შედევრებთან ერთად ზაფხულის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია: https://goo.gl/jx5Gax

ვიდეოები „ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum"-ისგან