ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი რომელსაც ნდობა გააჩნია ეს არის ოცნების მმართველობის შედეგი

15.03.2021 10:56

ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელის 5 პუნქტზე. თავად დენიელსონის პოზიცია ისაა, რომ ის არის არა შუამავალი, არამედ ჩამოსულია საკუთარი წინადადებებით. რეალურად უნდა შეიქმნას პაკეტი, რომელზეც ოპოზიცია და "ოცნება" შეთანხმდება და ასე მოხდეს ღრმა კრიზისის განმუხტვა. ცალკე აღებულ პუნქტებზე შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მინიმუმ 2 პუნქტი ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ესენია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და გზა ხელახალ არჩევნებამდე. ის, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ნდობა გააჩნია, არის "ოცნების" რვაწლიანი მმართველობის შედეგი. ამ სიტუაციის გადატვირთვა მხოლოდ ხელახალ არჩევნებს შეუძლია. - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე _____________________________________ WEBSITE: Girchi.org FACEBOOK: http://bit.ly/3rulxmv INSTAGRAM:   / girchimorefreedom

გაზიარება: