როგორ გავიგოთ:"ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება." ? (დაბ.9:6).

08/21/2022
Teopile Malakia-ის მიერ

• თეოფილე მალაქიას ბიბლიური ლექციები ნა...  
დაბადება თავი 9
6 ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება,რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.

რიცხვნი თავი 35
11 მაშინ აირჩიეთ ქალაქები, რათა იყოს თავშესაფრად თქვენთვის; გაიქცევა იქ მკვლელი, რომელსაც განზრახ არ მოუკლავს კაცი.
12 გექნებათ ეს ქალაქები თქვენს თავშესაფრად შურისმაძიებელთაგან, რათა თემის სამართლის წინაშე წარდგომამდე არ მოკვდეს მკვლელი.
13 თქვენი მიცემული ქალაქებიდან, ექვსი იყოს თავშესაფრად:
14 სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა მხარეს მიეცით და სამი - ქანაანის ქვეყანაში: თავშესაფარ ქალაქებად იქნებიან ისინი.
15 და იყოს მათ შორის ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად ისრაელიანთათვის, მწირისა და ხიზნისთვის, რათა გაიქცეს იქ ყოველი, ვისაც შემოაკვდება კაცი.
16 ხოლო თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს და მოკლავს კაცს, მაშინ მკვლელია იგი; უცილობლად სიკვდილით უნდა დაისაჯოს ასეთი მკვლელი.
17 თუ ვინმე ხელით ქვას მოარტყამს კაცს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს მკვლელი.
18 თუ ხისგან დამზადებულ ხელის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს ეს მკვლელი.
19 მოსისხლე შურისმგებელს თვითონ შეუძლია მკვლელის მოკვლა: როცა შეხვდება მას, თვითონვე მოკლას იგი.
20 თუ სიძულვილით უბიძგებს კაცი ვინმეს ან განზრახ ესვრის მას რაიმეს და მოკლავს,
21 თუ მტრობით დაარტყამს ხელს და მოკლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს დამრტყმელი, რადგან მკვლელია იგი; და მოსისხლე შურისმგებელს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
22 მაგრამ თუ უნებლიეთ, მტრობის გარეშე უბიძგა მას ან განუზრახველად ესროლა რაიმე,
23 ან ისეთი ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს, ისე, რომ არ დაუნახავს, სტყორცნის და მოკლავს, ის კი არ ყოფილა მისი მტერი და არც სიავე სურდა მისთვის,
24 მაშინ უნდა განსაჯოს თემმა ეს ამბავი, მკვლელსა და მოსისხლე შურისმგებელს შორის,
25 და უნდა იხსნას თემმა მკვლელი მოსისხლე შურისმგებლისგან; უნდა დააბრუნოს იგი თემმა მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, რათა წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე იქ იცხოვროს.
26 ხოლო თუ ოდესმე გასცდება მკვლელი თავისი თავშესაფარი ქალაქის საზღვარს, სადაც გაიქცა,
27 და მისი მოსისხლე შურისმგებელი, თავშესაფარი ქალაქის (სადაც იგი გაიქცა) საზღვრის გარეთ იპოვის მას და მოკლავს მოსისხლე შურისმგებელი მკვლელს: მაშინ არ იქნება მასზე სისხლი,
28 ვინაიდან თავის თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო იგი მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე; ხოლო მღვდელმთავრის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდეს მკვლელი თავის სამკვიდრებელს.

ვიდეოები „Teopile Malakia"-ისგან