ტაკერ კარლსონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა #foxnews #usa #putin #russia


„ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი, ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად იმყოფება. ამის შესახებ კარლსონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ამერიკელებს აქვთ უფლება, იცოდნენ ყველაფერი ომის შესახებ, რომელშიც ისინი მონაწილეობენ“,- ამბობს ჟურნალისტი.

ტაკერ კარლსონის განცხადებით, მსგავსი ინტერვიუს მომზადებისას მრავალი რისკი არსებობს, ამიტომ ამის შესახებ მრავალი თვის განმავლობაში ფიქრობდა.

„ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს ჩვენი სამსახურია. ჩვენ ჟურნალისტიკაში ვართ. ჩვენი მოვალეობაა, ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს“, – განაცხადა ტაკერ კარლსონმა.

როგორც ჟურნალისტი განმარტავს, უკრაინის ომმა მრავალი ცვლილება გამოიწვია მსოფლიოში, მათ შორის შეცვალა მსოფლიო ეკონომიკა.

ჟურნალისტის განცხადებით, დასავლური მედია კორუმპირებულია. ისინი ატყუებენ მაყურებლებსა და მკითხველებს. კარსლონის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლელი ჟურნალისტები არაერთხელ ჩავიდნენ ზელენსკისთან, ხოლო ეს ვიზიტები მიზნად ისახავს, გააძლიეროს ზელენსკის მოწოდება, რომ აშშ მეტად ჩაერთოს ომში.

„ეს არ არის ჟურნალისტიკა – ეს არის სამთავრობო პროპაგანდა“,- ამბობს ტაკერ კარლსონი.

ინტერვიუს შესახებ კრემლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. #საქართველო #politics #russia #usa #foxnews #Tucker Carlson

ვიდეოები „გიორგი ახლოური • Giorgi Akhlouri"-ისგან