ქართული ტესტ დრაივი | TEST DRIVE - 2011 VW POLO BlueMotion | პრიუსს სჯობს?!

01/10/2020
Cars Georgia-ის მიერ

ჰაი მეგობრებო, ამ ვიდეოში გავტესტე 2011 წლის polo 1.2 tdi bluemotion.
მანქანა ვფიქრობ თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამავდროულად თბილისს შეეფერება, გამოიყურება კარგად, თანამედროვედ, აქვს მყუდრო და ნორმალური სალონი.

რაც მთავარია ეს მანქანა ქალაქში 3.5-4 ლიტრს წვავს, რაც პრიუსზე ნაკლებიც კი არის, ამავდროულად ამის სერვისი უფრო მარტივია, რადგან არ გვიწევს ბატარეებზე ფიქრი და ბევრად მსუბუქია, ვისაც პრიუსის პრაქტიკულობა(სივრცე საბარგულში) დიდად არ ანაღვლებს მათთვის ეს ვარიანტიც ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა რომ დიზელია საკმაოდ ჩუმი და კარგი ძრავი არის, მე რო ვყიდულობდე ალბათ მაინც ბენზინის ძრავს ვიყიდდი, მაგრამ ფაქტია რომ ეს დაახლოებით 2 ლიტრით უფრო ნაკლებს წვავს რაც შესამჩნევი სხვაობა არის.

მართვის სიამოვნებით გასაოცარი არ არის, მაგრამ კარგი მექანიკური გადაცემთა კოლოფი აქვს, ძრავიც 2000 ბრუნის მერე ფხიზლდება, მანქანის კუზაო კარგია და მთლიანობაში ქალაქში საკმაოდ სახალისო სამართავია. ხედვის არეალიც კარგია.

მგზავრებისთვის ადგილი საკმაოდ არის(ამ კლასისათვის) არის წინაც და უკანაც.

მართალია მხოლოდ 1100 კილოს იწონის, მაგრამ უსაფრთხოებაში 5 ვარსკვლავი აქვს.

თუ გინდათ რომ თქვენი მანქანა გავტესტო: [email protected]

@carsgeorgia3581

music:mood - sakura Hz [Vlog No Copyright Music]

ვიდეოები „Cars Georgia"-ისგან