შვეიცარულ ჟურნალ VINUM-ის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში


ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს შვეიცარული კომპანიის Mettler Vaterlaus GmbH, http://www.mettlervaterlaus.ch/ წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც ქართული ღვინით გამოხატეს დაინტერესება. აღნიშნული კომპანია გამოსცემს მეღვინეობის სფეროში ცნობილ ჟურნალ Vinum-ს (http://www.vinum.info/home/index.php?...) გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. მათი საქართველოში ვიზიტი ემსახურება ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობას, ასევე ჟურნალ Vinum-ისთვის ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ მასალების მომზადებას.
ალისია მეთლერი, შვეიცარია: მე მქონდა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა ქართული ღვინო და შევხვდროდი 7-8 ღვინის მწარმოებელს. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ღვინის ხარისხით, არის რამოდენიმე სიახლე, რაც მე აქამდე არ ვიცოდი, რაც ამ ტურის დროს აღმოვაჩინე. ვიცოდი კლასიკური ქვევრის ღვინოები, თანამედროვე ევროპული ღვინოები, მაგრამ აქ არის ახალი კომბინაციები, რაც აქამდე არ ვიცოდი და რამაც სასიამოვნოდ გამაოცა.

ტომას ფატოლაუსი, ღვინის ჟურნალ “ვინიუმის” მთავარი რედაქტორი: ჟურნალი გერმანიასა და შვეიცარიაში იბეჭდება. აქ იმისთვის ვარ რომ ვნახო როგორ აკეთებენ ღვინოს საქართველოში, რადგანაც შვეიცარიაშიც დიდი ინტერესია მაცერირებული თეთრი ღვინოების მიმართ. საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ ამზადებენ ასეთ ღვინოს დღეს, როგორ უთავსებენ ერთმანეთს ძველ და ახალ ტექნოლოგიებს. კარგია, რომ აქ ყურძნის ჯიშების დიდი მრავალფეროვნებაა, მათ დამახასიათებელი ინდივიდუალური გემო აქვთ. ღვინის მცოდნე აუცილებლად მიხვდება, რომ ეს კარგი ღვინოა. მომეწონა კაბერნე, იგრძნობა, რომ ღვინო, რომელსაც ქართველები აწარმოებენ ძალიან მაღალი ხარისხისაა, ყველა ღვინოს ინდივიდუალური თვისებები აქვს, ასეთი რამ მსოფლიოში თითქმის არ არის.

საქართველოში ასევე იმყოფებოდა შანტელ ებიფუღო, შვეიცარიული მეღვინეების უწყების ხელმძღვანელი: აქ უკვე მეორედ ვარ, პირველად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესზე ვიყავი 2010 წელს თბილისში. მაშინ მივიღე პირველი შთაბეჭდილებები ქართულ ღვინოზე. მე ძალიან კარგი კონტაქტები და ურთიერთობა მაქვს საქართველოს საელჩოსთან შვეიცარიაში. ამჯერად მეუღლესთან ერთად ვარ შვებულების გასატარებლად. შვეიცარიაში ძალიან აფასებენ ქართულ ღვინოს, არიან მეღვინეები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ, მოხარული ვარ აქ ყოფნით და კარგი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობით.