ახალი 12 | ოცნება მესტიაში | 26.09.12

26.09.2012 01:22

„ქართული ოცნების" მესტიის შტაბი ხელისუფლებას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა ხორგუანმა გააკეთა. მან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა, მოიქცნენ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში და მისცენ არჩევნების მშვიდად ჩატარების საშუალება. 23 სექტემბერს მესტიაში მომხდარი ფაქტი კი იურისტმა ელგუჯა ჩხაიძემ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. მან ასევე აღნიშნა, რომ უფლებების დაცბის თხოვნით ერთ დღეში ხუთმა ადამიანმა მიმართა. ამასთნ, ხუთივე მათგანი ოპოზიციური ძალების მხარდამჭერია. იურისტი პოლიციის მიმართ საზოგადოების უნდობლობაზეც საუბრობს. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: