მიუღებელი ამანათი Amazon.com
მოგესალმებით, ამ ვიდეო-ინსტრუქციით გასწავლით, როგორ უნდა მიმართოთ ონლაინ მაღაზია Amazon-ს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ამანათი კომპანია USA2GEORGIA-ს ამერიკულ საწყობში, გონივრულ ვადაში არ არის მიტანილი, ხოლო ამერიკის შიდა გადამზიდი კომპანიის ვებ-გვერდზე მას აქვს სტატუსი Delivered. - პირველ რიგში, შედით ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე amazon.com, შემდეგ თქვენს ექაუნთში და ჩამოსქროლეთ ბოლოში. - აქ თქვენ დაგხვდებათ კატეგორია Help, დაკლიკეთ და გააგრძელეთ პროცესი. - მარცხენა მხარეს შემოთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიეთ Where's my stuff და შემდეგ Find a missing package that shows as "delivered". - აქ Amazon-ი იმ ძირითად ინსტრუქციებს გაგაცნობთ, რაც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. არსებული ჩამონათვალიდან ძირითადი საკითხი მაინც ისაა, რომ USA2GEORGIA-ს ამერიკული საწყობის მისამართი ზუსტად გქონდეთ მითითებული. გადასამოწმებლად შედით USA2GEORGIA-ს თქვენს ექაუნთში, მისამართებიდან აირჩიეთ ამერიკა და შემდეგ ამაზონის თქვენს ექაუნთში არსებულ მონაცემებს შეადარეთ. თუ უზუსტობა დაფიქსირდა, მონაცემების შეცვლა შესაძლებელია, რის შემდეგაც უბრალოდ 48 საათით უნდა დაელოდოთ ამაზონის შიდა კურიერს, რათა ამანათი ხელახლა მოიტანოს USA2GEORGIA-ს ამერიკულ მისამართზე. - თუ მისამართი სწორად გაქვთ მითითებული, თუმცა ამანათი 30 კალენდარული დღის განმავლობაში მაინც არ მიგიღიათ, დაუკავშირდით ამაზონის მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს. დაკლიკეთ შესაბამის ბმულზე - contact us, შემდეგ აირჩიეთ Something else. - მომდევნო ეტაპზე, დაკლიკეთ I need more help-ზე და გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ამაზონის ასისტენტთან საკითხის გარკვევის შესაძლებლობა პირადად გექნებათ. ამისთვის, ღია ფანჯარაში ინგლისურ ენაზე დეტალურად აღწერეთ თქვენი პრობლემა. - დაბოლოს, სტატისტიკურად, ასეთი შემთხვევები მომხმარებლის სასარგებლოდ სრულდება, მთავარია, სწორად მიჰყვეთ ინსტრუქციას. წარმატებებს გისურვებთ! #amazon #outfordelivery #videoguide
მსგავსი ვიდეოები
მიუღებელი ამანათი Ebay.com
USA2GEORGIA
ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა - შაბათის ფორმულა
Formula News
მიუღებელი "ჭავჭავაძის საზოგადოება" - დავით აქუბარდია
Girchi • გირჩი
მიუღებელი თანხა
TV IMEDI
მიუღებელი სახელმძღვანელოების გრიფირების წესი
Georgian Publishers and Booksellers Association
რუსეთი: გაეროს შემოთავაზება „მიუღებელია“
ამერიკის ხმა
ოჯახისთვის მიუღებელი იყავით?
TV IMEDI
იმდენად მიუღებელი იყო ქართული ოცნების ტონი, რომ ბატონ ბორელს...
ტვ პირველი • TV Pirveli