„ჭკუას ისწავლი, მეორედ აღარ გამოხვალ“ - რას იხსენებს აქციაზე დაკავებული გელა ხასაია

19.04.2024 07:10

❌ 27 წლის გელა ხასაია, ორგანიზაცია „აფხაზური ამბების“ დამფუძნებელი, 16 აპრილს, საღამოს ათი საათისთვის დააკავეს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე. ❌ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში 45 საათი გაატარა. 18 აპრილს იზოლატორიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, თუმცა, სხდომა 24 აპრილისთვის გადაიდო და დარბაზიდან გაათავისუფლეს. ❌ გელა ხასაია სასამართლოდან პირდაპირ აქციაზე წავიდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყვება, დაკავებისას მას ჯერ საპატრულო პოლიცია, შემდეგ კი სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ❌ მისი დაკავების პროცესში, სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება: