"მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია და არც არასდროს გადავუხვევ!"

05/07/2019
Maestro Television-ის მიერ

„მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია და არც არასდროს გადავუხვევ!“ - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. მან სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ შვილის მკვლელობაში დამნაშავეთა შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება სურს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს დანაშაულის ჩადენას არ გულისხმობს. „ცხრა თვეა, თბილისის ცენტრში, ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივესა და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი, რომლებმაც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა?“ - წერს მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან