შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

2 თვის წინ

შიდსის მსოფლიო დღეს საქართველო გაუმჯობესებული სტატისტიკით და მკურნალობის პროცესში მიღწეული პროგრესით ხვდება. მთავარ მიღწევას გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი და აივ-ინფექციის მართვად ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა სახელდება. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში წლის განმავლობაში საშუალოდ 600-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. მთავარ გამოწვევად საზოგადოების დამოკიდებულება და სტიგმა სახელდება, რასაც ინფიცირებულები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, თუმცა დასაქმების და მკურნალობის მხრივ პროგრესიც შეინიშნება. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მთავარ გეგმად და მიზნად 2025 წლისთვის შიდსის ეპიდემიის დასრულებას აცხადებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან