რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება - განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია, სადაც ოკუპანტები კონტროლის დამყარებას ცდილობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის დასაცავად ყველაფერი კეთდება. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, გაიდაის ინფორმაციით, ქალაქი არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იბომბება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტერი აქტიურად ახორციელებს იერიშებს დონეცკის მიმართულებითაც. რთული მდგომარეობაა ხარკოვშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები