კენჭისყრა ბრიტანეთის პრემიერის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა დღეს თანამდებობიდან გადააყენონ. ბორის ჯონსონს თანაპარტიელები უპირისპირდებიან, რომლებიც მთავრობის მეთაურს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ. უნდობლობის გამოცხადების და პრემიერის, ასევე კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადაყენების მიზნით კენჭისყრა ამ წუთებში იწყება, შედეგები თბილისის დროით 23 საათზე გახდება ცნობილი. პროცედურის დაწყებამდე პრემიერმა თანაგუნდელების გადარწმუნება სცადა და უნდობლობის გამოცხადების ინიციატორებს პირადად შეხვდა. არსებობს თუ არა თანამდებობის დაკარგვისთვის საჭირო 180 ხმის მოგროვების შანსი - ვნახოთ ლევან ახალაიას რეპორტაჟი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები