Sioni Lake - სიონის ტბა
სიონი — დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე (ზღვის დონიდან 1000 მ, თიანეთიდან 32 კმ). სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 0.4 ათასი (2002). სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-1963) სიონში იდგა V საუკუნის II ნახევრის ბაზილიკა -- სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.
http://ka.wikipedia.org/wiki/სიონი_(თ...)