ახალი 6 | კილაძის განცხადება | 26.09.12

26.09.2012 01:11

პირველი ჯაშუშური სკანდალის გმირი სიმონ კილაძე კი მისი უკანონო დაპატიმრების საქმის მონაწილეებს ასახელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის თქმით, მის მიმართ 2006 წელს ვანო მერაბიშვილის უშუალო მითითებით , კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ჟღენტმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა - ის დაკავებულს პირდაპირ დაემუქრა , რომ თუკი დანაშაულს არ აღიარებდა მის შვილებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. საქმეში ასევე ფიგურირებს გიორგი არველაძე, რომელიც იმ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. კილაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა უფლებადამცველთა გაერთიანებასთან ერთად.ისინი ვანო მერაბიშვილის, შალვა ჟღენტისა და გიორგი არველაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისმებლობაში მიცემას ითხოვენ. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: