"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას!" - ნონა ხანგოშვილი (თუმი დიშნი)
05/28/2020
Tumi Dishni-ის
მიერ
\"ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ვაინახებისთვის, როგორც საუკუნეების მანძილზე თავისუფლებისთვის მებრძოლი ერისთვის.
ქისტები, ორას წელზე მეტია ცხოვრობენ საქართველოში და ქართველების გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
ყველასათვის საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნულმა გმირმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა 1922-1924 წწ ჩამოაყალიბა შეფიცულთა რაზმი პანკისის ხეობაში. მას ჰყავდა მამაცი და ერთგული ქისტი თანამებრძოლები და ერთი ქისტი გვარად გაურგაშვილი გაჰყვა მას ემიგრაციაშიც, რომელიც შემდგომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ჯერ კიდევ მეფე ფარნავაზის დროიდან მოყოლებული ძურძუკები, იგივე ვაინახები იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობისთვის.
ფარნავაზ მეფეს ჰყავდა მეუღლე ძურძუკების ასული და როცა მათ ვაჟს, სახელად საურმაგს, რომელიც ჩეჩნურად ითარგმნება როგორც “მძლეთამძლე”, აუმხედრდნენ მთავრები და განდევნეს, მას ძურძუკეთიდან დაეხმარა ჯარი, რათა კვლავ დაებრუნებინა სამეფო ტახტი და ისევ გაემთლიანებინა საქართველო.
ადამიანის ცნობიერებაში ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა და ყველაზე ღირებული კი სამშობლოს სიყვარული და თავისუფლება.
ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, დავიცვათ და შევინარჩუნოთ იგი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დიდი მადლობა “ ავტოგრაფს” ასეთი მშვენიერი გადაცემა რომ მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.\"
ნონა ხანგოშვილი (თუმი დიშნი)
https://www.facebook.com/1220959395/p...
შოუ ავტოგრაფი•show Autograph