2K

11/19/2024

ყოველთვის მჯეროდა პეპლის ეფექტის. რომ თითქოს ჩემი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილება, მომავალში ბევრ რამეს შეცვლიდა.
მინდა მოგიყვეთ ჩემი 25 წლის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც მე ასეთად მაქცია როგორიც ახლა ვარ. ისინი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ პეპლის ფრთის მოქნევა.

1. ჩემი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ალბათ ფოტოგრაფიის შესწავლა იყო. შეიძლება ითქვას რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი შემოქმედებით სამყაროში.

2. ამას მალე მოჰყვა ჩემი პირველი სამსახური.ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ ალბათ დამეთანხმებით რომ პირველი სამახური სხვანაირი შეგრძნებაა. სწორედ მაშინ იაზრებ, რომ დამოუკიდებლობისკენ გადადგი უდიდესი ნაბიჯი.

3. შემდეგი გადაწყვეტილება მომავლის პროფესიის არჩევა იყო. ასე მოიხსენიებდნენ გრაფიკულ დიზაინს, რადგან მაშინაც ძალიან აქტუალური იყო და ახლაც მოთხოვნადია. ამ გადაყვეტილებას არასდროს ვნანობ და ვამაყობ კიდეც.

4. ჩემი სტუდენტობა სამხატვრო აკადემიას დავუკავშირე. ვფიქრობ ყველაზე მეტად ეს სასწავლებელი მომცემდა იმას რასაც ვეძებდი.

5. შემდეგმა გადაწყვეტილებამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. პირველად ვიყავი ლაშქრობაში, ეს იყო თავგადასავალი რომელიც მომეხმარა უკეთ გამეაზრებინა თუ რა არის დამოუკიდებლობა და თავისუფლების უკეთ შეგრძნება. ეს იყო მომენტი როდესაც კომფორტზე ვთქვი უარი, წავედი უცხო გარემოში და ფაქტობრივად ყველაფერი ექსპერიმენტი იყო. რამაც თავის მხრივ უბიძგა ჩემს სურვილებს რომ ყოველთვის აღმომეჩინა ახალი რამ.

6. ამას მოყვა ჩემი პირველი სერიოზული ურთიერთობა. მოურიდებლად ვუთხარი ყველას რომ ეს ის არის.

7. შემდეგი გადაწყვეტილება იყო ჩემი პირველი კონკურსი. ეს არის გარემო სადაც ერთნაირი შესაძლებლობებით ცდილობ იყო საუკეთესო და მართლაც, ჩემი გუნდი იყო საუკეთესო.

8. დიდი აუდიტორიის წინაზე გამოსვლის შიშის დაძლევამ გადამაწყვეტინა აკადემიის დასის ქასთინგზე მისვლა, რამაც გაამართლა და შემდეგ ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშე

9. ერთ ერთი სპექტაკლი გვქონდა პოტსდამში, გერმანიაში. მისი დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ ევროტური მოგვეწყო. ეს იყო ჩემი პირველი სპონტანური მოგზაურობა.

10. ჯერუკა, პირველად გადავწყვიტე ამეღო პასუხისმგებლობა შინაური ცხოველის ზრუნვაზე.

11. ჩემი იმიჯის ძიებაში დრედები ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

12. ბავშვობაში თხილამურებზე ვსრიალებდი, მერე დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად გადავწყვიტე სნოუბორდზე დავმსგარიყავი. ბოლო წლებიაა მის გარეშე არცერთი ზამთარი არ გამიტარებია.

13. მთელი თინეიჯერობა მეშინოდა ტატუს გაკეთების. უამრავი კითხვა მაწუხებდა, რა მოხდება თუ არ მომეწონება ან თუ მომბეზრდება... ბოლოს გადავდგი ეს ნაბიჯი და გავიკეთე. 5 ტატუ მაქვს უკვე და 5 ვე სიგიჟემდე მიყვარს.

14. იტალია ჩემი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარი გადაწყვეტილება იყო. 2 თვე სრულიად უცხო გარემოში ცხოვრებამ უდიდესი გამოცდილება დამიგროვა და ეს ყოველთვის ტკბილად გამახსენდება.

15. შემდეგი იყო ქორწილი, მომენტი როცა გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება სხვასთან გამეზიარებინა.

16. სტანდარტულ ბინას ექსპერიმენტალური ბინა ვარჩიეთ. რაც საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება აღმოჩნდა მაგრამ ამავდროულად საინტერესო.

17. ცხოვრებაში პირველად მივიღე რეალითი შოუში მონაწილეობა,რომელიც ნამდვილად იყო ჩემი თავისთვის გამოწვევა. ამან გაამართლა და გავიმარჯვე კიდეც.

18. გადმოვწერე ტიკტოკი, ამ გადაწვეტილებამ მთლიანად შეცვალა და თავდაყირა დააყენა ჩემი ყოველდღიურობა.

19. მისკუზი არის ჩემი პირველი კომპანია, ეს არის საქმე რომელიც სულ მინდოდა მეკეთებინა და ახლა რეალობად იქცა.

20. 1 წლისწინ გადავწყვიტე რომ მიმეღო კონკურსში მონაწილეობა სადაც თამაშდებოდა ვესპას სკუტერი. ყოველთვის ღირს ცდა, რადგან ახლა ეს სკუტერი ჩემია.

21. სამაგიდო თამაშების სიყვარულმა გადამაწყვეტინა საკუთარი თამაშის რეალიზება.

22. ბობის ყოლა არის გადაწყვეტილება, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ვემზადებოდი.

23. გადავწყვიტე რომ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობაზე დრო აღარ დავკარგო

24. თინეიჯერობაში ჩემს ვიზუალში ბევრი რამ მაკომპლექსებდა, ახლა კი საკუთარი თავის სიყვარული დავიწყე და ჩემი სხეულის ყველა ნაწილი მიყვარს.

25. მივხდი რომ არ არის აუცილებელი დიდი მიზნებისკენ მივისწრაფოდე. გადავწყვიტე, რომ ყოველდღიური პატარ-პატარა ბედნიერებებით მესაზრდოა

ეს ვიდეოც ერთ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ‪@BankofGeorgiaTV‬ ს კამპანიის ნახვის შემდეგ მივიღე. ნებისმიერმა პატარა რაღაცამ შეიძლება მოგცეს ბიძგი რომ მივიღოთ გადაწყვეტილება და გავბედოთ.

Film by : Irakli kurtanidze ( Septdoigt )

https://www.instagram.com/septdoigt/?...

Music : Laid Back Guitars by Kevin MacLeod is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 license. https://creativecommons.org/licenses/...

Source: http://incompetech.com/music/royalty-...

Artist: http://incompetech.com/