საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პირველი 12 წევრი უკვე ცნობილია. მამუკა ხაზარაძის ორგანიზაციას იურისტები, ეკონომისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, მწერლები და ბიზნესმენები შეუერთდნენ. ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გიგა გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთი ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდეხაშვილი და დავით გელაშვილი - მათ ახალი წევრები კიდევ ეტაპობრივად შეუეერთდებიან და როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, მოძრაობა ლელო გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც სწრაფი რეფორმების გატარებაზე იმუშავებენ.
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi #კავკასიაTV
გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi #კავკასიაTV