საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ევროპული პერსპექტივა, ღია კარი და გზამკვლევი საქართველოსთვის, რომლის 12 პირობაც ქვეყანამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. ახლა ევროპა განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება ყველას, ვინც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზეა პასუხისმგებელი. ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს საშინაო დავალება, თუმცა ამ დავალების პირველ პუნქტში გაწერილი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება მხოლოდ მმართველი გუნდის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ოპოზიციის ნაწილი ისევ ქუჩაში აქციებს აანონსებს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მათთვის ხელისუფლების ცვლილებაზე გადის. თამარ წიკლაურის რეპორტაჟში ნახავთ, რას ითხოვს ევროპა და რა პასუხი აქვს ასოცირებული ტრიოდან განსხვავებული სტატუსის მქონე ქვეყანას პარტნიორებისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები