ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია

02/12/2023
BPN Georgia-ის მიერ

სემინარის მიზანია ბრენდის როლის განსაზღვრა, გაყიდვების სტიმულირება და მომხმარებელთა ფსიქოლოგიის უკეთ გაცნობა.
გაჯერებულ საბაზრო გარემოში ბევრ კარგ კომპანიას და პროდუქტს არ შეუძლია მიიზიდოს მომხმარებელი. სწორად შერჩეული ფსიქოლოგიური და მარკეტინგული მეთოდებით შესაძლებელია ცნობადობის და კონკურენტებს შორის უპირატესობის მარტივად მოპოვება და მომხმარებლის მეხსიერებაში შთაბეჭდილების ხანგრძლივად დატოვება. სემინარზე შესწავლილი მეთოდების დანერგვა წარმატებულს ხდის მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესს.
სემინარზე განხილული თემებია: ბრენდინგი; მარკეტინგი; ნეირომარკეტინგი; მომხმარებლის ფსიქოლოგია.
შინაარსი
ნაწილი 1
• ბრენდის როლის განსაზღვრა
• ნეირომარკეტინგის არსი. მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
• რაციონალური და ემოციური კომპონენტების ანალიზი ყიდვის გადაწყვეტილებისას
• ემოციის სისტემები და მომხმარებელთა ტიპები ემოციის სისტემების მიხედვით
• მომხარებელთა სეგმენტაცია და მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის ანალიზი გაყიდვების მიმართულებით
• კომუნიკაციის სენსორული არხების ანალიზი - ფერის აღქმა და როლი გაყიდვებში - ლოგოს ტიპები, ფუნქცია და ლოგოს შექმნის კრიტერიუმები - შეფუთვის ფუნქცია და როლი გაყიდვებში - მუსიკის, გემოს და სურნელის როლი გაყიდვებში
• კომუნიკაციის ვერბალური არხების ანალიზი: - სლოგანის როლი და მისი შექმნის კრიტერიუმები - Power Words გაყიდვებში
ნაწილი 2
• Storytelling
• პირველი შთაბეჭდილების მოხდენა
• ფასის სწორად ფორმულირება და ფასების აღქმა
• ფასდაკლებათა სისტემები
ნაწილი 3
• მომხმარებელთა ფსიქოტიპები და მათთან მიდგომის ფორმები
• მომხმარებლის პროფილის შექმნა.


https://bpngeorgia.ge/business-academ...

@bpngeorgia1940