"Summer Beekeeping Weekend” to Village Biisi - ტრენინგი მეფუტკრეობის შესახებ

2018 წლის 14-16 სექტემბერს, სოფელ ბობნევში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო ბანაკი, სახელით: „ახალგაზრდა მეფუტკრეების საგანმანათლებლო/სათავგადასავლო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სოფ. ბობნევში“. უახლოეს მომავალში გორში აშენდება თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტებით და ევროპული ბაზრისთვის დაიწყებს ქართული თაფლის წარმოებას. ეს ბანაკი, ემსახურებოდა სწორედ ამ დიდი პოტენციალის მქონე დარგის მოსწავლე/ახალგაზრდებში პოპულარიზაციას. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გორის საზოგადოებრივი დარბაზის მიერ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პარტნიორობით და ტურისტული სააგენტო „Green Relax Energy“-ს თანადგომით. მეფუტკრეობის შესახებ ტრენინგი გამართეს წარმატებულმა მეფუტკრე/მეწარმემ გელა ჯაბახიძემ და USAID-ის პროექტ "ზრდა"-ს შიდა ქართლის რეგიონალურმა მენეჯერმა ზაზა ზუბიაშვილმა.

მსგავსი ვიდეოები