ბათუ ქუთელიას საჯარო ლექცია
12 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი Pprtc-ის მოწვევით, ბათუ ქუთელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „უსაფრთხოება და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები“. ლექციას ესწრებოდნენ საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ბათუ ქუთელიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობასა და 1990-იან წლებში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მან მიმოიხილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების განახლებული უსაფრთხოების დოქტრინები. ლექციაზე ყურადღება დაეთმო საქართველოდან რუსეთის სამხედრო შენაერთების გაყვანის მოლაპარაკებების პროცესს და მასში სხვადასხვა ინსტიტუციების მონაწილეობის მნიშვნელობას. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო 2008 წლის ომსა და მისი შესაძლო განვითარების სცენარებს. ასევე განხილული იყო საქართველოში დღეს არსებული ვითარება და აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ცვალებად გარემოში საფრთხეების ეფექტურად განეიტრალებისთვის უსაფრთხოების სტრატეგიის მუდმივი განახლება. ლექცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრისა (PPRTC) და არასამთავრობო ორგანიზაცია-ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში. პროექტი მოიცავს ლექციათა სერიას, რომელთაც სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა განვითარების აკადემიის კურსდამთავრებულები ატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. დეტალური ინფორმაცია: http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/...
Ilia State University-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ,,ილია – მამა"
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა -...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ”ფაუსტი”- მეორ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ო...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „კიდევ ერთხელ...
მსგავსი ვიდეოები
კონტრაქტი ლობისტურ კომპანიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია - ბათუ ქუთელიას შეფასებები
TV Pirveli
ნაციონალური მოძრაობის ხელშეკრულება ლობისტურ კომპანიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას გამოსვლა ბათუ ქუთელიას წარდგენაზე - 20/09/2021
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალი ხარ?! - რიგითმა მოქალაქემ ნაცმოძრაობის ლიდერ ბათუ...
POSTV - ანალიტიკა
ბათუ ქუთელია აგვისტოს ომსა და საერთაშორისო კონტექსტზე
რადიო თავისუფლება
ბათუ ქუთელია - ატლანტიკური საბჭო
Georgian Review
"საღამოს პიკის საათი" 17.03.17 რა აკლია სქართველოს საგარეო პ...
Georgian Public Radio