ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ ქალაქებთან დაძმობილებულ ამერიკულ ქალაქებს მიმართავს და მათ რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის სრული იზოლაციისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის მერების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გთხოვთ, არ მისცეთ საშუალება მათ, ვინც გახდა მკვლელი, თქვენ საკუთარი ძმები და დები გიწოდოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ამერიკული ქალაქების მერებს, ადგილობრივ კომპანიებსა და სპეციალისტებს, ომის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის აღდგენის პროექტებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები