L.guja-ღამის ლანდი (2024)

01/20/2024
HOME STUDIO-ის მიერ

ტექსტი, მუსიკა, არანჟირება; L-guja

[email protected]

https://www.facebook.com/profile.php?...

-----ტექსტი----
შენი ლანდი, ღამის ქალაქში
გამომკეტე გულის საკანში.

სიწყნარე ოთახში, შენსკენ მოვიწევ
რა მჭირს?
გონებიდან გშლიდი არ გამოდის
არ ჭრის
მთვარეც კი სდუმს, და მახვედრებს ღამეს ჩუმს,
ვისი სენიც მჭირს, კარგად იცის ალბათ შურს.



სადაც არ იყო მე ყველგან მოგწვდები ისევ
ასე ყოველთვის ცეცხლოვან ქალაქში გრძნობებით მიწვევ
ალბათ დილამდე არ დაწყნარდებიჭკუას ამირევ
შენ ხარ ის ერთი, ხარ ის პოლუსი, სადაც მივიწევ.

ჩემი იდეალიც ისეთია როგორც მთვარე
მთელი ღამე მინათა და მოვიპარე.
ჩემი ოცნებები გითხარი არ დაგიმალე
მხოლოდ შენი გული გადავმალე

-შენთვის გავქრები დღისით რომ დაგლანდო ისევ ღამე,
-ჩემი გულის სიღრმიდან მინდა გითხრა კიდევ რამე
ხარ ჩემი ვარსკვლავი შენ ხარ ჩემი ლაღი მთვარე
ღრუბელები ნისლები მე შენ არ მოგაკარე.

უძილობაა რომ გადამალა და გაიტაცა შენი გრძნობები,
ვერ მოვისვენებ სანამ შენს თვალებს სადღაც ნათელში არ წავაწყდები.
მიდის წამები მიდის წუთები უკან იხევენ მხოლოდ სუსტები
მე შენ მოგელი არ მოვდუნდები გამოანათებ კვლავ დაბრუნდები.

შენი ლანდი, ღამის ქალაქში
გამომკეტე გულის საკანში.

საძმომ მირჩია არ აყვე აჩრდილს, ქარს ველევზე გაშლილს.
მთვარეს ვერ მიწვდები, მიხვდები ნერვებზე აგშლის.
შენი კილერი, ეს შენი მახეა,
შენი უჟასია და შენი მაგია.

ო არა
ეს ქალი, ჩემი ფილმია, ჩემი ლაივი, მთავარი როლი
მე ამ ვარსკვლავის წესით ვთამაშობ მე გადავკვეთე წითელი ზოლი.
შენა ხარ ერთი , როგორც სამყარო
მე სულ ვაპირებ გულით გატარო

შენს კვალდაკვალ, ლანდად დაგყვება
თან გადაგყვება ეს გული ჩემი.
ზღვაში ტალღებში ისე დამკარგე
როგორც აფრების გარეშე გემი

თუ კი შენს სამყაროში ვიპოვე ადგილი ჩემთვის
მე წამებს გავაჩერებ ალიონზე მხოლოდ შენთვის
და გეტყვი,
შეშლილმა მუზებმაც შეისხეს ფრთები

თუ მაინც შენს იქით არის ბევრი გზები სხვები
მე შენი სილამზის ერთგული ფანატი ვრჩები .
შენი გულის საიდუმლო ამ ღამემ დაფარა
ეს არის შენი ჩემი ისტორია პატარა

მე რომ მიყვარხარ გეტყვის ნამღერი,
შენთვის ნაწერი ჩემი სტროფები,
ჩემი სამყარო, ჩემი იდეა
მხოლოდ შენა ხარ გეტყვის ნოტები.

შენი ლანდი, ღამის ქალაქში
გამომკეტე გულის საკანში.