ამერიკელი პოლიტიკოსების გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება და წერს, რომ ღრმად იმედგაცრუებულია.  შეერთებული შტატების სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების წარუმატებლობა აზარალებს ქართველ ხალხს“, – წერს ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილს ელჩს, უილიამ კორტნის კი მიაჩნია, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. “პოლიტიკური უკუსვლა - ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება - აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს“, - წერს დიპლომატი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები