ავღანეთი თალიბანის მმართველობის პირობებში

მსოფლიოს ყურადღება კვლავ ავღანეთისკენაა მიმართული.  საერთაშორისო საზოგადოება მოსალოდნელ შედეგებზე მსჯელობს. გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა. გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური ბრიფინგი. არსებული ვითარების „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან სასწრაფოდ განხილვას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყნის შიგნით კი მდგომარეობა კვლავ ქაოსურია. ათასობით მოქალაქე ყველა საშუალებით ცდილობს ქვეყნიდან გაქცევას. რთულად მიმდინარეობს ავღანეთიდან დიპლომატიური მისიების ევაკუაციის პროცესიც. ვითარების გასაკონტროლებლად და აეროპორტის დასაცავად აშშ-ს, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს ადგილზე დამატებითი ძალების გაგზავნა დასჭირდათ. დასავლეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს რუსეთს, ჩინეთს, ირანს და თურქეთს, რომლებიც თალიბანთან მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნას გამოთქვამენ. თალიბანი მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს და ქალებს ახალ მთავრობასთან შეერთებისკენ მოუწოდებს. პარალელურად კი დედაქალაქში ბლოკპოსტებს აწყობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები