ახალი ამბები: 7 თებერვალი, 2014

02/07/2014
Tabula ტაბულა-ის მიერ

- სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები მოსკოვის დროით 20:14 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გახსნის ცერემონია ყველაზე გრანდიოზული იქნება
- საქართველოს სპორტის მინისტრის განცხადებით, ოლიმპიადაზე ქართველი სპორცმენების უსაფრთხოებაზეც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზრუნავს
- დაპირებული 100 საწარმოდან, ნაწილი საჯარო რეესტრში არ იძბენება, ნაწილი ძველი დარეგისტრირებულია, ნაწილს კი ინდმეწარმის სტატუსი აქვს, რაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საწარმოს არ ნიშნავს
- საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკრებულოსთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ადასტურებს
- საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული სააგენტოს შექმნა კითხვებს აჩენს
- ამერიკელი დიპლომატები სკანდალის ეპიცენტრში. YouTube-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში ამერიკის ელჩის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა

ვიდეოები „Tabula ტაბულა"-ისგან