შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციის ბრალდებით 11 პირი დააკავა


შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი - 1958 წელს დაბადებული ზურაბ გ, 1975 წელს დაბადებული ირაკლი ც, 1979 წელს დაბადებული გიორგი თ, 1975 წელს დაბადებული ლაშა დ, 1987 წელს დაბადებული ვასილ ლ, 1959 წელს დაბადებული სოლომონ ლ, 1991 წელს დაბადებული ზაზა პ, 1988 წელს დაბადებული გიორგი თ, 1967 წელს დაბადებული ხვიჩა ს, 1976 წელს დაბადებული მამუკა მ. და 1958 წელს დაბადებული გელა გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე ასევე ამხილეს 9 წევრი: 1985 წელს დაბადებული ნანა ს., 1989წელს დაბადებული ლიკა რ., 1989 წელს დაბადებული თამთა კ., 1978 წელს დაბადებული მზია მ., 1948 წელს დაბადებული რამიკო მ., 1969 წელს დაბადებული ელისო ჯ., 1962 წელს დაბადებული ზურაბ ხ., 1976 წელს დაბადებული ვლადიმერ ნ. და 1966 დაბადებული თამაზ ჩ.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/ll0prT

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან