მსჯელობა ევროკომისიის რეკომენდაციებზე

2 თვის წინ

ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე, მართლმსაჯულების რეფორმასა და სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს თბილისში, სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ევრო-რეკომენდაციების მთავარი ნაწილია. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან