შემოსავლები მარინის თეატრიდან - პოლიტიკური შეფასებები

ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის თემა ხდება ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ მიღებული დაფინანსება. მმართველი გუნდი „დროას“ დამფუძნებელს მოუწოდებს, გაასაჯაროოს თანხა, რომელსაც მისი მამა სანქტ-პეტერბურგის თეატრიდან ჰონორარის სახით იღებს. ხელისუფლებისთვის არადამაჯერებელია თავად ხოშტარიას განმარტება, რომლის მიხედვით, რუსეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების თეატრებიდან თანხა მისი ოჯახის წევრს, როგორც თეატრის ცნობილ მხატვარ სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეს, ისე ერიცხება. „ქართული ოცნება“ ეჭვობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახის მიერ რუსეთიდან მიღებულ თანხას რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც აქვს კავშირი. კეთდება მინიშნებები გამოძიების დაწყების აუცილებლობაზეც. ანტისაოკუპაციო აქტივობების და რუსეთთან დაკავშირებული პირების მწვავე კრიტიკის ფონზე, ხოშტარიას მიმართ კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილსაც.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები