რისთვის მემუქრება საკანი, რომ არაფერი არ ჩამიდენია და ერთი კაპიკი არ წამიღია? - მიხეილ სააკაშვილი

24.09.2021 02:58

რისთვის მემუქრება საკანი, რომ არაფერი არ ჩამიდენია და ერთი კაპიკი არ წამიღია? იმისთვის, რომ 12-ჯერ გავზარდე საქართველოს ბიუჯეტი, 4-ჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა და საქართველოს ყველაზე არაკორუმპირებული გავხადე?  რისთვის მემუქრება? ამ კითხვას რატომ არ სვამთ? - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ფორმულა"-ს ეთერში, გადაცემა " პოლიტმეტრში ჩართვისას, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, არის თუ არა მზად ციხეში წასასვლელად. "თუ ქართველმა ხალხმა დაუშვა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ"- თქვა სააკაშვილმა. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

გაზიარება: