Masteri u0026 Lil Noka - Mere Ra (Remix) lyrics

11/05/2020
Insane Music-ის მიერ

Thanks For Subscribing :    / @insanemusic3199  
Masteri \u0026 Lil Noka - Mere Ra (Remix) Lyrics :
გინდაც ვიყო მარტო იყო მარტო
გინდაც ვეღარ მნახო, ვეღარ გნახო
მე რომ ღამეები გავათენე...
სულაც ფიქრი არ შევწყვიტო შენზე
მის:
გინდაც ვიყო მარტო, იყო მარტო - მერე რა?!
გინდაც ვეღარ მნახო, ვეღარ გნახო - მერე რა?!
მე რომ ღამეები გავათენე - მერე რა?!
სულაც ფიქრი არ შევწყვიტო შენზე - მერე რა?!
ნეტა ჩემზე უკეთესი ნახო - მერე რა?!
მანაც ჩემნაირად შეგიყვაროს - მერე რა?!
იქნებ მალე დაგივიწყო, იქნებ... - მერე რა?!
ვინ იცის რა მელოდება იქით, მერე რა?...

მასტერი:
წახვედი და დავიბრიდე მარა მერე რა?!
შენ მაგარი გოგო ხარ სტრესი ვერ მოგერევა
იცინე, იცინე ბოლოს მოგეტევება
ჩემს ნაჩუქარ მაისურში ვიღაც მოგეფერება
ისტორია რას ინახავს რაც არ ჩაიწერება
და თუ შენ არ გინდა არც არასდროს დაირეკება
ნარკოზის დოზა არა, მაშინ გაიწელება
არც რომეო, არც ჯულიეტ... და არც დაიწერება
სულ ვიყავი მარტო და ვიქნები კვლავაც
შეიცვალე გეზი, შეიცვალე ჰავაც
პრიორიტებები ერთმანეთში რომ გერევა
მაგიტომაც დავამთავრეთ, გაიღიმე - მერე რა?!

ნოკა: მის:

მასტერი:
უძილობას შველის ალკოჰოლის შერევა
როგორა ვარ? ვუძლებ სანამ არ მომერევა
ყოველღამე ისევ მინდა შენი შეხება
შენ ხომ მონატრება - ცრემლი სულ არ შეგეფერება
ყვავილები რაც გაჩუქე გაიყინნენ - მერე რა?!
შენთვის მარტივია როგორც ერთი სულის შებერვა
აღარ გიწერივარ ისე როგორც ადრე გეწერა

ნეტა არასდროს გეპასუხა და მეც არ მომეწერა
წახვედი და დავიბრიდე - არაუშავს მერე რა?!
გადამცვალე - გადამყიდე - არაუშავს მერე რა?!
რომ გვეცხოვრა ერთხელ კიდევ, სადმე ერთხელ კიდევ
მოიქცეოდი ისევ ისე... მაგრამ მერე რა?!

ნოკა: მის:
ჩვენი ერთად ყოფნა შარია (X4)
შენი თვალები რომ შემიყვარდა, რის ბრალია?
დღეს რაღაც მაკლია - ეს კი ჩემს ტელეფონზე შენი ზარია!








Contact Us : [email protected]
If there is any problem with uploaded content, please contact us and we will resolve the issue as soon as possible.

ვიდეოები „Insane Music"-ისგან