ქართველ ექიმებს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

03.10.2020 14:20

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, ქართველ ექიმებს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ, ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ესწრებოდა, რომელმაც პირადად დააჯილდოვა მედიცინის მუშაკები. დღევანდელ ღონისძიებაზე საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ: თენგიზ ცერცვაძეს - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაიას - ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი პაატა იმნაძეს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამირან გამყრელიძეს - დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლევან რატიანს - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი მარინა ენდელაძეს - ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი დავით გადელიას - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი ელზა ვაშაკიძეს - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი და სრლი პროფესორი ლევან გოფოძეს - რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება: