საია-ს ანგარიში

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა. საია მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა პოლიტიკური დაძაბულობა. ანგარიშში საუბარია მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე, ასევე, მათი მხრიდან ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება დაფიქსირდა მთავრობის ინიციატივაში სასესხო ვალდებულებების სუბსიდირების შესახებ, აგრეთვე სახელისუფლებო ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ პოსტებში. მისივე განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების საქმე ეხება გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილის, ოლეგ  ხუბულურის დისციპლინური წარმოების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რაც საია-ს შეფასებით, კანონშეუსაბამოა და ოპოზიციური აზრის გამოხატვას უკავშირდება. ანგარიში მოიცავს პირველი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები