სტოლტენბერგის განცხადება

საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 30 ნოემბრისთვის დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რიგაში მომავალი კვირის დასაწყისისთვის დაგეგმილ მინისტერიალზე, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეფორმების საკითხი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზების საკითხზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები