მაყვალი ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ღერო და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ნაყოფი — 4-8% შაქარს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს.
მაყვალზე დამზადებული თმის შამპუნები და ნიღბები თმის ღერის სტრუქტურას აუმჯობესებს და მათ მტვრევადობას ამცირებს, მაყვლის შემცველი შამპუნით კი მშრალი და ნორმალური თმის ღერების კარგად გამოკვება არის შესაძლებელი.
მასში ასევე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შედის, რის გამოც ხშირად იყენებენ სახის კანის მოვლის ინდუსტრიები. თუ მაყვალს ხშირად მიიმრთმევთ დიდი რაოდენობით, თავისუფალი რადიკალების გამოდევნის გარდა, ასევე შეძლებთ ათეროსკლეროზის გაჩენის რისკის შემცირებას და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას.
მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. ნედლი ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზის დროს.
მშრალი კენკრის ნაყოფი, ნაყენი და გამონახარში ავადმყოფებს უკლავს წყურვილს, ხასიათდება სიცხის დამწევი თვისებებით, ამიტომ მათ იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, უმწიფარი კენკრა შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც მოსამაგრებელი საშუალება.
მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლის დენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.