შავი ხვრელი - ყველაზე ამოუცნობი კოსმოსური გიგანტი

06/04/2018

დედამიწა... კოსმოსის შავი და ცივი სამყაროს ოაზისი.... თვალის მომჭრელი ბუნება, ცხოვრებისათვის გამოსადეგი იდეალური პირობები, შესანიშნავი ლანდშაფტი და ფლორისა და ფაუნის გასაოცარი მრავალფეროვნება... მრავალფეროვნება, რომლის შესწავლასაც კაცობრიობა არსებობის დღიდან ცდილობს, ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ახალ-ახალ აღმოჩენებს, ვიღებთ პასუხებსუამრავ კითხვაზე, მაგრამ ჩვენი ციცქნა, ლურჯი პლანეტა ჯერაც იმდენ საიდუმლოს ინახავს, რომ კითხვების სრული უმრავლესობა, დღემდე პასუხგაუცემელია. მიუხედავად ამისა, ცნობისმოყვარე ადამიანები სულ უფრო ხშირად და უფრო და უფრო მეტი ინტერესით ვუყურებთ ცას...და კოსმოსის სიღრმეებში ჩაძირვას ვესწრაფვით...
ბევრჯერ გვსმენია, მსჯელობა-რა დროს კოსმოსია?! ჯერ დედამიწას მიხედეთ და შემდეგ იფრინეთ ცაზე ზემოთო, მაგრამ ადამიანები სწორედ ასე გავხდით ამ პატარა პლანეტის დომინანტი სტუმრები. რომ არა შემეცნებისა და ინტერესის, სწავლისა და ახლისშეცნობის, ამოუხსნელის ამოხსნისა და წარმოუდგენლის წარმოდგენის გასაოცარი სურვილი, გამოქვაბულებიდან ვერასოდეს გამოვიდოდით და დღემდე, მეხით დანთებულიცეცხლისდარაჯებად დავრჩებოდით.
გვიტაცებს იმაზე ფიქრი და მსჯელობა თუ რას გვიმალავს უკიდეგანო სამყარო დედამიწის გარეთ და გვსურს სულ უფრო და უფრო ღრმად შევცუროთ კოსმოსის უსასრულო სივრცეში და რადგანაც ამ ვიდეოს უყურებთ, გამოდის რომ არც თქვენ ხართ გამონაკლისი.
შეუძლებელია ერთ ვიდეოში მოყვე ადამიანებისათვის ცნობილი, კოსმოსის ყველა ობიექტის შესახებ, ამიტომაც, როგორც წინა ვიდეოში დაგპირდით, ჩვენ შევარჩევთ ყველაზე საინტერესო მათგანს და თანმიმდევრულად მოგითხრობთ მათზე... დღეს ვისაუბრებთ შავი ხვრელის შესახებ, რომელიც თითქოს თან არსებობს, თან უჩინარია...


მოიწონეთ ჩვენი გვერდი
FACEBOOK:
https://www.facebook.com/video.saxelo...

ყველაზე ახალი და დეტალური ინფორმაცია კოსმოსის შესახებ, იხილეთ გვერდზე:
https://www.facebook.com/groups/GeoAs...

და ეწვიეთ WEB-გვერდს:
http://astronet.ge/