ბორითი - კვესრევი

01/06/2018
Giorgi Kadagishvili-ის მიერ

სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა ნაპირზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 8 სოფელს: ამაშუკეთი, ბორითი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისა. ). ზღვის დონიდან – 480 მეტრი, ხარაგაულიდან – 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 784 კაცი. სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს თქმულება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სოფელია, ხშირფოთლოვანი ტყე ყოფილა. ტყეში მრავლად ბუდობდა არწივის მსგავსი დიდი ფრინველი – ბორა. დროთა განმავლობაში ტყე გაჩეხილა და ფრინველის რაოდენობაც შემცირებულა. სწორედ ამ ფრინველის სახელიდან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება \"ბორ-ით-ი\" სახელწოდებას სოფლის მდებარეობაც ამართლებს. იგი გაშლილია ულამაზეს გორაზე და ფრთაგალშილ ფრინველს მოგვაგონებს. სოფელ ბორითის და ამაშუკეთის საზღვარზე არის წმინდა გიორგის სახელობის IX-X სს. სავანის ეკლესია, რომელიც ბერძენ ხელოსნებს აუგიათ. იგი მოხატული ყოფილა ფრესკებით. ეკლესიის ზარი 40 კგ-ს იწონიდა, მისი ხმა უბისამდე აღწევდა. XX ს. 40-იან წლებში ზარი მოუპარავთ. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესია მიწასთან გაუსწორებიათ, ეკლესიის ქვით ჯერ აბანო, შემდეგ კი სოფლის საავადმყოფო აუგიათ, მოგვიანებით ქვა დაბრუნებულ იქნა ტაძარში და გამოიყენეს მისი აღდგენისათვის. სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყალი.(კვესრევი ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარეობს).

ნიაზ დიასამიძე - და ცხოვრება იგი
( ლირიკა )
2:40 - 2:50 - ივრიარაჰეე, არივეჰელიი, ბაქანს გაცდა მატარებელი,
2:54 - 3:06 - ივრიარაჰოო, არივეჰელოო, არ გაჩერდე მატარებელო,
3:10 - 3:32 - ივრიაროჰოო,
გაწვიმდება მზე რომ ამოვა,
არივეჰელიი,
ვერ დავთვალე წამსვლელი და გამცილებელი

ვიდეოები „Giorgi Kadagishvili"-ისგან