სამაგიდო თამაშების ჰაკათონი ტექნოპარკში


გურჯაანის ტექნოპარკი, \"თამაშობანა\"-თან კოლაბორაციით სამაგიდო თამაშების ჰაკათონს გამართავს.

ჰაკათონის მიზანია ისეთი სამაგიდო თამაშების შექმნა, რომელიც დაეხმარება ყველას, სხვადასხვა სოციალურ და ზოგად თემებზე ცნობადობის ამაღლებასა და თამაშით ინფორმაციის მიწოდებაში.

ჰაკათონი 3 ნაწილად იყოფა :
ფაზა I - მოიცავს მონაწილეების რეგისტრაციას.
ფაზა II - მოიცავს ჰაკათონის შესახებ ბრიფინგს და სტარტაპერების გამოცდილებების გაზიარებას.
ფაზა III - გამარჯვებულების გამოვლენა სხვადასხვა საპრიზო კატეგორიებში.

#იდეაქმნისმომავალს