2019წ. 20 იანვარი. საშობაო კონცერტი ტორონტოში
01/24/2019
http://www.torontomrevli.ca/sunday-sc...
2019 წლის 20 იანვარს ჩრდილოეთ ამერიკის მეუფე საბას კურთხევით ჩატარდა საშობაო - საახალწლო საბავშო ღონისძიება ტორონტოში, რომელმაც გადააჭარბა იმიგრაციაში მყოფ მშობლების მოლოდინს, თუ რამდენად თავდადებულად და დაუზოგავად იშრომეს და ლამაზად წარმოადგინეს ბავშვებმა სპექტაკლი \"დაგბედებოდეთ\".
დიდი მადლობა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის აღმსაზრდელებს ასეთი ლამაზი დღისთვის. მართლაც განსაკუთრებული ხალისითა და მონდომებით ემზადებოდნენ.
მადლობა სკოლის მასწავლებლებს: ლელა შუბუთიძეს, ცაგული კუჭავას, ჟუჟუნა რახრახაძეს, თათია სულაბერიძეს, ნატა ბეკურიშვილს, ლალი ბულაშვილ და ანი ნათათრალაშვილს დაუზოგავი შრომისათვის და გვერდში დგომისთვის. მადლობა ლელა დოხნაძეს და ხატია კავთიაშვილს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალა და ენერგია ბავშვებთან მუშაობის. ასევე დიდ მადლობას უხდით მხატვარ თეიმურაზ კავთიაშვილს სცენის გაფორმებისათვის. მადლობა ზვიად აფთარაშვილს და ანა სეფიაშვილს ბევშვებისათვის ქართული ხალხური ცეკვის შეყვარებისათვის. მადლობა სკოლის დირექტორს თამარ ჭრელაშვილს და ბოლოს მადლობა მამა თომას ამ ღონისძიების დაგეგმისათვის და განხორციელებისათვის.
უსაზღვროდ დიდია თვითოეული ამ ადამიანის როლი იმიგრაციაში ქართული სულის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში.