თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ)

06/19/2023
minclinic ge-ის მიერ

თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ანუ მრტ) არის უმტკივნეულო პროცედურა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია თავის ტვინისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების მკაფიო სურათების მიღება. მრტ-ის დროს გამოიყენება დიდი მაგნიტი, რადიოტალღები და კომპიუტერი, რომელიც ქმნის დეტალურ სურათებს პაციენტის დასხივების გარეშე. ექიმები თავის ტვინის მრტ-ის დიაგნოსტიკას იყენებენ თავის ტვინისა და თავის სხვა სტრუქტურების დაავადების შეფასებისა და მონიტორინგისათვის.
თავის მრტ-ის დროს ჩანს შემდეგი სტრუქტურები: თავის ტვინი და მისი სისხლძარღვები, თავის ქალა და სახის ძვლები, შიდა ყურის სტრუქტურები, თვალები და მხედველობის ნერვები და ასევე სხვა კრანიალური ნერვები. თავის მრტ ასევე ასახავს სხვა რბილ ქსოვილებს, როგორებიცაა: ცხიმოვანი, ძვლოვანი, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილი.
ზოგიერთ შემთხვევაში თავის ტვინის მრტ-ის დროს იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას. კონტრასტული ნივთიერება გადოლინიუმი იშვიათ მიწათა ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ის ცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს მრტ-ზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნის, ანთების, გარკვეული ორგანოების სისხლმომარაგებას და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება გაფანტული სკლეროზის, ინსულტის, დემენციის და ინფექციის დიაგნოსტირებაში.
კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათ ასევე გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.


მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://minclinic.eu/MRI/MRI_ge/MRI-b...
მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ ამ ნომერზე: 557-40-30-53