2

07/21/2021
TV IMEDI-ის მიერ

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების წამალი დღეიდან ხელმისაწვდომია.

შვეიცარიული წარმოების ძვირადღირებული მედიკამენტები მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა. თუ მანამდე საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართულ ონკოპაციენტებს ლიმიტის გამო წამლები ნაწილობრივ უფინანსდებოდათ, ახლა უკვე მათ მკურნალობის სრული კურსის გავლა ჯიბიდან გადახდის გარეშე შეეძლებათ. კომპანია „როშეს“ მიერ წარმოებული ინოვაციური და უახლესი მედიკამენტების გაცემა უკვე დაიწყო. უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური პაციენტებისთვის დაფინანსებული წამლების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდება. ქვეყანა კომპანია „ნოვარტის“ მიერ წარმოებულ რვა დასახელების პრეპარატებს ელოდება. რეფორმა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო წამლების უშუალოდ მწარმოებლებისგან შუამავლის გარეშე შესყიდვას გულისხმობს, რაც დიდი რაოდენობით მედიკამენტების შედარებით იაფ ფასად შეძენის საშუალებას აძლევს სახელმწიფოს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.