საკონტრაქტო სამხედრო სამსახური
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს 4 წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მიღებას. საკონტრაქტო სამსახურში მიღებისას მოქალაქეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს: • რეგისტრაცია; • სამედიცინო შემოწმება; • საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT - 2 თვე). რეკრუტები BCT კურსის განმავლობაში მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 500 ლარის ოდენობით (დარიცხული). საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, განთავსებით, ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1177 ლარს, რაც იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედროები ერთჯერადი ბონუსის სახით მიიღებენ 5000 ლარს; მომდევნო 2-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ერთჯერადი ბონუსის სახით მიიღებენ 3000 ლარს, ხოლო, 4-წლიანი კონტრაქტისას - 8000 ლარს. სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე. სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გათვალისწინებულია სწავლის თანადაფინანსება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია სემესტრულად 750 ლარის ოდენობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ: onlinebct.mod.gov.ge ან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 16 საათამდე შემდეგ ლოკაციებზე: • თბილისი - ეროვნული გვარდია (გორგასლის ქ. N89); • თელავი - მე-20 კადრირებული ბრიგადა (თამარის ქ. N36); • გორი - ცხინვალის გზატკეცილი მე-2 კმ; • ბათუმი - მე-10 კადრირებული ბრიგადა (ადლიის ქ. N76 ); • ქუთაისი - ფელიქს ვარლამაშვილის ქ. N52; • სენაკი - ცერცვაძის ქ. N1; რეგისტრაცია შესაძლებელია, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საკონტაქტო ტელეფონები: (+995) 595 05 06 73; 032 2 79 02 00; 032 2 75 26 44. #გახდისაქართველოსჯარისკაცი 🇬🇪
თავდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი...
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრი...
ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკო...
ქართველი ჯარისკაცების საპასუხო ბარათები საჯარო სკო...
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედ...
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
მსგავსი ვიდეოები
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური
თავდაცვის სამინისტრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური
თავდაცვის სამინისტრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო...
Tv Dia
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა
TV 25
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთათვის წვრთნის პროგრა...
TV Pirveli
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთათვის წვრთნის პროგრა...
TV 25