"ქუთაისის პარლამენტმა უნდა შეიძინოს უფრო საინტერესო ეკონომიკური დატვირთვა"-გახარია
02/21/2020
Mega TV - ტელეკომპანია მეგა-ის
მიერ
📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა იგეგმება.
როგორც პრემიერმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, შენობის გაყიდვის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.