ლატფარობაზე წირვა მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა

08/10/2020

ვიდეოს ავტორი: მირანდა მარგველანი.
2020 წლის 8 აგვისტოს ლატფარობა მესამედ აღინიშნა. ლატფარი ერთერთი უღელტეხილია რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს ერთმანეთთან აკავშირებს. 2018 წელს ამ უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3000 მ-ზე, დასრულდა წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძრის მშენებლობა და ტაძრის დღესასწაულად დაწესდა მარიამობის მარხვის წინა შაბათი. ამ დღესასწაულს ხალხმა ლატფარობა უწოდა.
#ლატფარობა #ლატფარის უღელტეხილი