ღარიბაშვილო ყრუ ხარ თუ თელაველ კუკუნაშვილს მფარველობ?
7 თვეა ტელევიზიებით ამაოდ გადის კლიპი „ჩვილების საქმე“. ხელისუფლება ურცხვად დუმს. ვასახელებ ბავშვებს, რომლებიც ყალბი საბუთებით უცხოელ მამაკაცებს და გეი პირებს გაატანეს ქვეყნიდან: სუროგატი ჯავაშვილის გაჩენილი ბავშვი საზღვარზე ყალბი დოკუმენტებით გადააყვანინეს ავსტრიელ მამაკაცს, სუროგატი მუღალაშვილის გაჩენილი 2 ბავშვი-ბრიტანელ მამაკაცს, სუროგატი ღონღაძის გაჩენილი ბავშვი-გერმანიის მოქალაქე მამაკაცს და ა.შ. იუსტიციის მინისტრისგან ვითხოვ აცნობოს საზოგადოებას: ჩამოთვლილი ბავშვების დაბადების მოწმობები, გაცემული სამოქ. რეესტრიდან, შეიცავდა თუ არა მშობლების ვინაობაზე ყალბ ჩანაწერებს? ამას ადასტურებს პროკურორის დადგენილება (07.05.2013) სადაც წერია, რომ მ.კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტომ გააყალბა ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები. შსს-ს მინისტრისგან ვითხოვ აცნობოს საზოგადოებას: ჩამოთვლილი ბავშვები, აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით იყვნენ თუ არა გადაყვანილნი სახელმწიფო საზღვარზე (სსკ 344-1 მუხლი)? ამას ადასტურებს საზღვრის მონაცემები. მთავარი პროკურორისგან ვითხოვ განმარტებას: რატომ არ უყენებთ ბრალს დამნაშავეებს #010130214003 სს საქმეზე? იქნებ იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენისას მ.კუკუნაშვილის სააგენტოს დირექტორი იყო მაკა ლაბაური, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და ოჯახის ინგლისურის მასწავლებელი იყო? რატომ არ დაინტერესდით ჩემი აუდიოჩანაწერით, რომლითაც დასტურდება, რომ გამომძიებელი, რომელიც ამ ჩანაწერშია, გამომიტყდა, რომ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, სახელმწიფო დაცვის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ შეაჩერებინა ჩვილების საქმის გამოძიება. აუდიოჩანაწერის შესახებ ღარიბაშვილისადმი მიწერილი ჩემი წერილი უკანონოდ გადაეცა თავად ჩუბინიძეს, რომელმაც დამირეკა ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით, შემდგომ ჟურნალისტებთან დაფარა დარეკვის ფაქტი და ტყუილის გამოგონება დამაბრალა. მე მივმართე სასამართლოს მაგთის დეტალური ამონაწერით. სასამართლომ მიიღო სარჩელი ა.ჩუბინიძის წინააღმდეგ, სხდომა გაიმართება 4 მარტს 11.00 საათზე. თამარ ხაჭაპურიძე ასოციაცია „მომავლის იმედი“-ს თავმჯდომარე
tamarkhachapuridze-ის სხვა ვიდეოები
00:28
"მოსამართლე" მიქაუტაძე იგინება და მუშტით აზიანებს...
00:30
ღარიბაშვილო ყრუ ხარ თუ თელაველ კუკუნაშვილს მფარველ...
00:30
ვიდეორგოლი, რომლის გამოც ი. შოთაძემ თ. ხაჭაპურიძეს...
00:27
რა უთხრეს შოთაძეს არჩევის დღეს
01:24
ტყუილია, რომ არ იჭერენ! ტყუილია, რომ არ ხოცავენ!
07:55
ირაკლი შოთაძემ შეცდომა აღიარა
01:30
შერჩევითი სამართალი თამარ ხაჭაპურიძის მიმართ
მსგავსი ვიდეოები
ღარიბაშვილო, შენი დამკვიდრებულია ეს სიძულვილი! მოშორდი ამ ქვ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ღარიბაშვილო, ბიძინამ შეიძლება შენ შეგაწმინდოს ფეხები! ბიძინა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ღარიბაშვილო, დაანებე ერთი რაღაცის თამაშს თავი! შენ ხარ პუტინ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
"ღარიბაშვილო, მოაშორე ეგ ჟღვინტი!"
Politforumicom
ღარიბაშვილო, უპატიებელი ფაზაა, შეჩერდი! დაგიჭერენ და მოგხედ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა სახელით მ...
Beso Mikava
გინება შეწერილი გაქვთ! ღარიბაშვილო, შე ფეხის მფხანელო, შე მო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ნაცების პროვოკაცია
MrSamkhar