"შავი ზღვის ბრილიანტის\
ზაფხული გვიახლოვდება და შესაბამისად, ქართველი მელომანები ლეგენდარულ ვარსკვლავებს ელოდებიან. ბლექ სი არენა და ანაკლია კი მელომანებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა. სწორედ მუსიკალური სეზონის შესახებ ისაუბრა ანი კავლელიშვილმა ჩვენი კამერების წინ, რომელიც ბლექ სი არენას დირექტორია და ასევე მას და მის გუნდს ანაკლიაში მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტიც ევალება. გასული წელი ბლექ სი არენასთვის საკმაოდ დატვირთული იყო, უცხოელი ვარსკვლავებიც სამშობლოში პოზიტივით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. განსაკუთრებული გახლდათ 20 მაისს სეზონის გახსნაზე ჩატარებული ლეგენდარული როკჯგუფის „აეროსმიტის“ კონცერტი, რომლის მენეჯმენტმაც, საქართველოს დატოვების შემდეგ, „ბლექ სი არენას“ შესანიშნავ კოლექტივს მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავად არენის შესაძლებლობებით კი ძალიან მოიხიბლა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბლექ სი არენას „გასაოცარი“ უწოდეს და შავი ზღვის ბრილიანტად მოიხსენიეს. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს