#შენმნიშვნელოვანიხარ, კომპანია css შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების უსაფრთხოების თემის წინ წამოწევას და ამ კუთხით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ინიციატივა კომპანია css-ის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეზენტაციაზე გააჟღერეს.